Belive

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის შეხვედრებზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 აგვისტოს უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი სათამაშო დღის შეხვედრაზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ქართულ მსაჯთა ბრიგადას ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ისინი ამჯერად რუმინული ბუქარესტის "სტიაუასა" და ნორვეგიული "ვიკინგის" მატჩზე მიავლინა. ხსენებულ შეხვედრაში მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მისი ასისტენტის ფუნქციებს ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია შეასრულებენ, ხოლო მეოთხე არბიტრად დავით ხარიტონაშვილი იმუშავებს. "სტიაუასა" და "ვიკინგის" დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები