Belive

კონფლიქტი ლივერპულის ფეხბურთელებს შორის - მანე სალაჰს გაუბრაზდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად "ბარნლი" 0:3 დაამარცხა. მორიგი შესანიშნავი გამარჯვების მიუხედავად, მერსესაიდელთა ფეხბურთელებში მცირე უთანხმოება მოხდა. იურგენ კლოპის გუნდის მე-10 ნომერი, სადიო მანე მოჰამედ სალაჰს გაუბრაზდა. სენეგალელის აღშფოთების მიზეზი ის იყო, რომ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მას და ფირმინოს ორ მომენტში პასი არ გადააწოდა. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელმა მოგვიანებით აღნიშნული ეპიზოდის შესახებ ისაუბრა "მანემ ემოციები ვერ დამალა და ეს ჩვეულებრივი მომენტია. გასახდელში ვილაპარაკეთ, ახლა ყველაფერი რიგზეა," - თქვა კლოპმა. "პირველად ვერ მივხვდი რა მოხდა, შემდეგ სადიო გასახდელში შემოვიდა და თავის თავზე იცინოდა. მთავარია, რომ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, ეს მანემ კარგად იცის," - ეპიზოდი გაიხსენა ჯორდან ჰენდერსონმაც.  

სხვა სტატიები