Belive

კონსულტანცია მიმდინარეობს - კვარაცხელია დორტმუნდს სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით მორიგი  გამორჩეული ევროპული კლუბი დაინტერესდა. რუსული მედიის თანახმად, 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება დორტმუნდის "ბორუსიას" სურს. Championat.com-ს ინფორმაცია გერმანული კლუბის ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა.
"პირველად არ ხდება, რომ  კლუბი აკვირდება, მაგრამ ამჯერად ვსაუბრობთ ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე. პირველ რიგში საჭიროა ავტორიზებული აგენტი, რომელიც ფეხბურთელის მხარეს წარმოადგენს, (ამჯერად ასეთი მამუკა ჯუღელია) ხოლო მეორე - "ბორუსიამ" უნდა გაყიდოს ფეხბურთელი, რათა შეიძინოს კვარაცხელია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები ზამთარში შეთანხმდებიან. თუმცა, კონსულტანციები ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს," - წერს რუსული მედია.
გარდა გერმანული ინტერესისა, რუსული გამოცემა "გალასათარაისს" შემთხვევასაც იხსენებს. "რუბინმა" თურქული კლუბის 15 მილიონი შეთავაზება უარით გაისტუმრა.  

სხვა სტატიები