Belive

კონტე: ,,10 თამაშში 21 გოლს უშვებს გუნდი, რომელიც დაქვეითების ზონაში იბრძვის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, მისი გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა:

,,როგორც წესი, ბოლო 10 თამაშში 21 გოლის გაშვება არის იმ გუნდის შედეგი, რომელიც დაქვეითების ზონაში იბრძვის.

არ მახსოვს, გასულ სეზონში ლორისთან ერთად კარი მშრალად რამდენჯერ შევინახეთ, მაგრამ, ამ სეზონში, ყველა მატჩში, სულ მცირე ორ გოლს ვუშვებთ.

თუმცა, არაერთი ასპექტი გავაუმჯობესეთ - ბევრ გოლს ვიტანთ, უფრო ბევრ შანსს ვქმნით, გასულ სეზონთან შედარებით, პრესინგიც უკეთ გამოგვდის,'' - კონტეს სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

პრემიერლიგის 20 ტურის შემდეგ, ,,ტოტენჰემს'' 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. კონტეს გუნდმა 20 მატჩში 31 გოლი აქვს გაუშვა.

სხვა სტატიები