Belive

კონტე: "ბედნიერი ვარ, რომ ლუკაკუ ინტერში გადმოსვლაზე დავითანხმე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"უდინეზესთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ, მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შედეგიანობის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ხსენებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. "რომელუ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. მნიშვნელოვანია, რომ "უდინეზესთან" დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს მისი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ლუკაკუ გუნდს შესანიშნავად მოერგო და მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბარი შემიძლია. მიხარია, რომ ის "ინტერში" გადმოსვლაზე დავითანხმე",-თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. "ნერაძურის" 51 ქულა აქვს და სერია A-ში მეორე ადგილზეა, ლიდერ "იუვენტუსს" კი სამი ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები