Belive

კონტე: ,,პენალტი არასდროს ამიცილებია, რადგან არ ვარტყამდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, საფრანგეთთან მატჩში ჰარი კეინის გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა:

,,სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვნერვიულობ. ამ ორი დღის განმავლობაში კეინი ჩვენთან ერთად თავს კარგად გრძნობდა. ჩვენ მსოფლიო დონის თავდამსხმელზე ვსაუბრობთ. ფეხბურთში არსებობს ამაღელვებელი მომენტები და არის იმედგაცრუებებიც. ჰარიმ პირველი პენალტი გაიტანა, მეორე - ვერა.

ფეხბურთელობის პერიოდში პენალტი არასდროს ამიცილებია, რადგან არ ვარტყამდი. ამაში კატასტროფული ვიყავი. ბრაზილიასთან მსოფლიოს თასი სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიაში დავკარგე,'' - კონტეს სიტყვებს Eurosport-ი ციტირებს.

ინგლისსა და საფრანგეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში კეინმა ერთი პენალტი გაიტანა, 84-ე წუთზე კი, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა (1:2), ბურთი კარს ააცილა.

სხვა სტატიები