Belive

კონტემ ანონიმური მუქარის წერილი მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა მიიღო წერილი , რომელიც  მუქარის შემადგენელ ტექსტს მოიცავს. კონვერტში წერილთან ერთად ასევე იდო ტყვია. "Corriere della Sera - ს" ინფორმაციით ,  კონვერტი უკვე ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. წერილის მიღების შემდეგ კონტეს სახლს და "ინტერის" სავარჯიშო ბაზას პოლიცია აკონტროლებს. გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცავები კონვერტიდან თითის ანაბეჭდებს აიღებენ , რათა დაადგინონ გამომგზავნის ვინაობა და მოტივი. ასევე შემოწმდება ყველა სათვალთვალო კამერა "ინტერის" საწვრთნელ ბაზასთან და ანტონიო კონტეს სახლთან. არსებობს მოსაზრება , რომ მუქარა არ იყოს სერიოზული და ეს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად კეთდებოდეს , მაგრამ პოლიცია იტალიელი მწვრთნელის ოჯახს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამ ინციდენტის გამო კლუბის აბსოლიტურად ყველა თანამშრომელი გაოგნებულია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და  გამოძიების შედეგებს.

სხვა სტატიები