Belive

კონტეს ეფექტი - ინტერმა რეკორდი დაამყარა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანტონიო კონტეს გაწვრთნილი "ინტერი" შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს და იტალიის ჩემპიონატში ტურინის "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობასთან ახლოსაა. ამ მიზნისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი მილანურმა კლუბმა სერია A-ს მე-14 ტურში, "სან სიროზე" "სპალთან" გამარჯვების შემდეგ გადადგა. "ნერაძურის" უშუალო კონკურენტმა "სასუალოსთან" ფრე ითამაშა, რამაც კონტეს გუნდს ცხრილში პირველ პოზიციაზე გადასვლის და "ბიანკონერისთვის" ერთი ქულით გასწრების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, "ინტერის" ქომაგებს კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია აქვთ, მათმა საყვარელმა კლუბმა ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა - აქამდე "ინტერს" საწყისი 14 ტურის შემდეგ 12 გამარჯვება არასდროს ჰქონია. მომდევნო ტურში, ჩემპიონობის ორივე ფავორიტს რთული გამოწვევა ელის: "ინტერი" - "რომას" ხოლო "ბებერი ქალბატონი" "ლაციოს" დაუპირისპირდება, ოთხივე მათგანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.

სხვა სტატიები