Belive

კონტეს ინტერში ჩელსის, ნაპოლისა და ბარსელონას ფეხბურთელები სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანტონიო კონტე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას ითხოვს. იტალიელ სპეციალისტს "ინტერში" 3 ფეხბურთელის მიყვანა უნდა. მილანური მედიის ინფორმაციით, ანტონიოს პრიორიტეტი ზამთარში არტურო ვიდალი იქნება. 32 წლის ჩილელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" შესანიშნავად გამოიყურება. კონტე მარცხენა მცველის პოზიციაზე მარკოს ალონსოს განიხილავს. ესპანელ ფეხბურთელს "ჩელსიში" კარგი სეზონი არ აქვს. 29 წლის ალონსომ ბოლო 2 თვეში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ცნობილია, რომ ლონდონელები ალონსოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვენ. რაც შეეხება შეტევის ხაზს, ანტონიოს აქ "ნაპოლის" ფორვარდი, ფერნანდო ლორენტე სურს. 34 წლის ესპანელმა მიმდინარე სერია A-ში 3 გოლი გაიტანა. ასევე იწერება, რომ იტალიელი სპეციალისტი ოლივიე ჟირუს ვარიანტსაც განიხილავს.  

სხვა სტატიები