Belive

კონტრაქტი გახანგრძლივდა | არტეტა არსენალში 2025 წლამდე რჩება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი - ესპანელი სპეციალისტი გუნდში კლუბთან 2024-25 წლების სეზონის ბოლომდე რჩება.
"შესანიშნავი დღეა. გაცემული ნდობისთვის მადლიერი ვარ. მინდა, რომ გუნდი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანო, ამისთვის კი ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობაა საჭირო", - თქვა 40 წლის სპეციალისტმა.
არტეტამ "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2019 წლის ბოლოს დაიკავა. მისი დანიშვნა ინგლისში სარისკო ნაბიჯად შეფასდა, თუმცა ესპანელმა მოლოდინს გადააჭარბა: მისი ხელმძღვანელობით, "არსენალი" FA თასის ტიტულს დაუფლა და გუნდი დიდ ოთხეულში დააბრუნა. გუნდის ჩაბარების შემდეგ, არტეტამ არაერთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის გუნდის ლიდერების, მესუთ იოზილისა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გუნდიდან გაშვება უნდა გამოვყოთ. შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელად 2017 წელს, არსენ ვენგერის დროს ვიხილეთ.

სხვა სტატიები