Belive

კოპა ამერიკა - არგენტინამ ეკვადორს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და 1/2-ფინალში გავიდა (მიმოხილვა)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვადორი 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა. ,,ალბისელესტე'' პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდა, რასაც შედეგი მე-40 წუთზე მოჰყვა - როდრიგო დე პაულმა მესის ზუსტი გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში მომენტები ეკვადორსაც ჰქონდა, თუმცა გოლები კვლავ სკალონის გუნდმა გაიტანა - 84-ე წუთზე თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა (მესის პასით), მატჩის საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესიმ დააფიქსირა, რომელმაც ჯარიმა შეასრულა. მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ურუგვაი კოლუმბიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. შედეგად, არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში სწორედ კოლუმბიელებს დაუპირისპირდება, მატჩი 7 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები