Belive

კოპა ამერიკა მასპინძელი ქვეყნის გარეშე | კონმებოლი ახალ ვარიანტს განიხილავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
13 ივნისს მსოფლიოს საფეხბურთო აუდიტორიას ევროპის ჩემპიონატთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ტურნირის - კოპა ამერიკას ყურება შეეძლება. ტურნირისათვის არგენტინას უნდა ემასპინძლა, თუმცა დაწყებამდე 2 კვირით ადრე ცნობილი ხდება, რომ არგენტინა ეპიდვითარებიდან გამომდინარე ვერ მოახერხებს ტურნირის მასპინძლობას. არგენტინელების გადაწყვეტილება ოფიციალურია, შესაბამისად "კონმებოლი" ახალი გამოწვევის წინაშეა, რომ ახალი მასპინძელი ქვეყანა აარჩიოს. კოპა ამერიკას სავარაუდო მასპინძელი ქვეყნები ამერიკა, ჩილე და პარაგვაი არიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონმებოლის საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები