Belive

კოპა ამერიკის დაწყების წინ ბრაზილიის სუპერვარსკვლავმა უმძიმესი ტრავმა მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა ამერიკაზე ბრაზილია სუპერვარსკვლავის გარეშე იასპარეზებს. საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, ბრაზილია ყატარს დაუპირისპირდა, მატჩი "სელესაოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა მაგრამ ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო. ყატართან გამართულ მატჩში, ნეიმარმა მარჯვენა კოჭის არეში მიიღო დარტყმა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. წყაროს მტკიცებით, ბრაზილიელ ვარსკვლავს კოჭის არეში მყესები გაუწყდა - რაც იმას ნიშნავს, რომ კოპა ამერიკა მის გარეშე ჩაივლის. "ყატართან გამართულ შეხვედრაში, კოჭის არეში მიღებული დარტყმის შემდეგ, ნეიმარს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ტესტები, რის შემდეგაც დადასტურდა რომ მას კოჭის არეში მყესები აქვს გაწყვეტილი." "ტრავმის სირთულიდან გამომდინარე, ნეიმარი ვერ შეძლებს კოპა ამერიკაზე მონაწილეობის მიღებას. ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ტექნიკური კომიტეტი დაუყოვნებლივ შეუდგება მისი შემცვლელის ძებნას", - აღნიშნულია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა სტატიები