Belive

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და გუნდები საინტერესოდ გადანაწილდნენ. სამხრეთ ამერიკის 46-ე ჩემპიონატი, რომელსაც ბრაზილია მასპინძლობს, 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ტურნირზე 12 ნაკრებია. აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკაზე იაპონიისა და ყატარის ნაკრებები ითამაშებენ. იაპონია ტურნირში 1999 წელსაც იღებდა მონაწილეობას, ხოლო ყატარი პირველად იასპარეზებს. ჯგუფები კი ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი B ჯგუფი C ჯგუფი
ბრაზილია არგენტინა ურუგვაი
ბოლივია კოლუმბია ეკვადორი
ვენესუელა პარაგვაი იაპონია
პერუ ყატარი ჩილე
კოპა ამერიკა 14 ივნისს ბრაზილიისა და ბოლივიის მატჩით გაიხსნება.

სხვა სტატიები