Belive

კოპა ამერიკის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა ამერიკა 2020-ის კენჭისყრის შედეგად ორი საკმაოდ საინტერესო ჯგუფი გამოვლინდა. ტურნირმა ფორმატი შეიცვალა და 3 ოთხგუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 2 ექვსგუნდიანი ჯგუფი იქნება - მოწვეული ქვეყნების სტატუსით კი ტურნირს ყატარი და ავსტრალია დაემატნენ. კოპა ამერიკა 2020-ს კოლუმბია და არგენტინა უმასპინძლებენ. ტურნირი 2020 წლის 12 ივნისს აიღებს სტარტს და 12 ივლისს დასრულდება. კოპა ამერიკა 2020-ის გახსნით შეხვედრაში არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდება. შეგახენებთ რომ ტურნირის გამართვის თარიღი ევრო 2020-ს ემთხვევა. A-ჯგუფი: არგენტინა, ავსტრალია, ბოლივია, ურუგვაი, ჩილე, პარაგვაი. B-ჯგუფი: კოლუმბია, ბრაზილია, ყატარი, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ.

სხვა სტატიები