Belive

კოპა ამერიკის მოედნის საფარები ლეო მესიმ გააკრიტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინამ კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გამართა გუშინ, 23 ივნისს, სადაც მათ ყატარი 2:0 დაამარცხეს და ჯგუფური ასპარეზობა 4 ქულით (მეორე ადგილი) დაასრულეს. მატჩის 73-ე წუთზე ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტმის ადგილიდან ძალიან ცუდად დაარტყა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა და ლეო მესი კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა. "ყველა მოედანი, სადაც ჩვენ მოგვიწია თამაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ბურთი ზედემტად დახტოდა და მისი დამორჩილება თითქმის შეუძლებელი იყო" - განაცხადა მესიმ.

სხვა სტატიები