Belive

კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ ერთდროულად 2 ფეხბურთელი დაასახელეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კონმებოლის ტექნიკური ანალიზის ჯგუფმა კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად ერთდროულად 2 მოთამაშე დაასახელა. ინფორმაციას კონმებოლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. არჩევანი ლეო მესიზე და ნეიმარზე შეჩერდა. არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბრაზილიელის ანგარიშზე კი 2 გოლი და 3 ასისტია. ,,მხოლოდ ერთი ფეხბურთელის არჩევა შეუძლებელია, რადგან ტურნირს 2 საუკეთესო მოთამაშე ჰყავს,'' - წერია კონმებოლის საიტზე. კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 11 ივლისს, 04:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები