Belive

კოპა იტალია | ნაპოლი კრემონეზესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის თასის მერვედფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,კრემონეზეს'' უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩში დაწინაურება სტუმრებმა შეძლეს - მე-18 წუთზე თავი შარლ პიკელმა გამოიჩინა. ნეაპოლელებმა 33-ე წუთზე ჟუან ჟესუსის გოლით გაათანაბრეს, 3 წუთში კი ჯოვანი სიმეონემ ,,ნაპოლი'' წინ გაიყვანა. ,,კრემონეზემ'' წონასწორობა აფენა-გიანის გოლით 87-ე წუთზე აღადგინა.

დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანები კი უკეთ სტუმრებმა შეასრულეს (4:5) და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმეს.

შეხვედრის განაცხადში გრიპის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა, არ უთამაშია არც ,,კრემონეზეს'' მცველს, ლუკა ლოჩოშვილს.

კოპა იტალიის მეოთხედფინალში ,,კრემონეზეს'' მეტოქე ,,რომა'' იქნება, რომელმაც მერვედფინალში ,,ჯენოას'' მოუგო. გუნდებს შორის მატჩი პირველ თებერვალსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები