Belive

კოპა ლიბერტადორესის ფინალის ადგილმდებარეობა ისევ შეიცვალა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალურმა შეხვედრებმა პერუში გადაინაცვლა. კოპა ლიბერტადორესის გადამწყვეტი დაპირისპირებები ლიმაში შედგება. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (კონმებოლის) ინფორმაციით, ტურნირის ფინალის ჩილედან გადანაცვლების მიზეზი ამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო. მიუხედავად ადგილმდებარეობის ცვლილებისა, არგენტინულ "რივერ პლეიტსა" და ბრაზილიურ "ფლამენგოს" შორის გასამართი შეხვედრის თარიღი უცვლელია - 23 ნოემბერი. შეგახსენებთ, წინა სეზონის ფინალში ერთმანეთს ორი არგენტინული კლუბი, პრინციპული მეტოქეები - "ბოკა ხუნიორსი" და "რივერ პლეიტი" შეხვდნენ. გუნდებს შორის არსებული მტრობის გამო, საპასუხო შეხვედრა ბუენოს აიერსის ნაცვლად მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდა, სადაც გამარჯვება "რივერს" დარჩა (3:1).

სხვა სტატიები