Belive

ზურაბ ღირდალაძე: "სიონიდან დაკავშირების შემდეგ ბევრი აღარ მიფიქრია, გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნება სურს"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
Მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი პირველი ცვლილება ზურაბ ღირდალაძის "სამტრედიიდან" ბოლნისის "სიონში" გადაბარგება იყო. 26 წლის თავდამსხმელს იმერულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერის ეროვნულ ლიგა 2-ში გაგრძელება გადაწყვიტა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ "ვიტ ჯორჯიას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას. როდის მიიღე შემოთავაზება და რატომ დათანხმდი ამ წინადადებას? მადლობა. "სამტრედიასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა, და ბოლნისიდან შემოთავაზება იმქვე დღეს მივიღე. კლუბის მიზნები ჩემთვის მისაღები იყო. ასევე, ჩემი ბოლნისში გადასვლა მეტწილად ლაშა ფირცხალაიშვილის დამსახურებაა, რომელიც ორი წელი ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო, "ვიტ ჯორჯიაში" და სწორედ ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია. შარშან გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდა, თუმცა ზამთარში "სიონში" ბევრი ცვლილება იყო. ამჯერად, რა არის ბოლნისური კლუბის მთავარი მიზანი? გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი უკვე ათ დღეზე მეტია ემზადება, შემადგენლობაც ძალიან კარგია და ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ეროვნულ ლიგას დავუბრუნდეთ. უფეხბურთოდ გატარებული 3 თვე რთული გასაძლები იქნებოდა. როგორია შენი ფიზიკური ფორმა კარანტინის დასრულების შემდეგ? მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი იყო გამოცხადებული, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ აქტიურა გვევარჯიშა. ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამა გვქონდა და იქ მოცემული მითითებების მიხედვით ვვარჯიშობდით. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სასურველ სათმაშო კონდიციებს ნელ-ნელა ვიბრუნებ.
კარანტინის პერიოდში ვირტუალურ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდი, როგორც ჩანს, სპორტის ეს სახეობა გიყვარს. დიახ, ვირტუალური ფეხბურთი მიყვარს და თავისუფალ დროს ხშირად ვთამაშობ FIFA-ს. უპირატესობასაც ფიფას ვანიჭებ. პანდემიის შედეგად, აუცილებელი გახდა ჩემპიონატის ტურების შემცირება. რამდენად მისაღებია შენთვის ორწრიანი ფორმატი? კორონავირუსიდან გამომდინარე, სხვა გზა არც იყო და მოუწიათ ჩემპიონატის განახევრება. ახლა უკვე ცოტა თამაშია დარჩენილი და თითოეული ქულა მნიშვნელოვანი იქნება. ასეთი ფორმატი მისაღებია, მთავარია მალე დაიწყოს ჩემპიონატი, დიდი ხანია ფეხბურთის გარეშე ვართ და სპორტის ეს სახეობა ყველას ძალიან მოგვენატრა. ფოტო: FC SIONI

სხვა სტატიები