Belive

კორონავირუსი ქართულ ფეხბურთსაც შეეხო - სფფ განცხადებას ავრცელებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ს და ლიგა 3-ს მატჩები პირველ აპრილამდე შეჩერებულია. მიზეზი გავრცელებული კორონავირუსია, რომლის 23 შემთხვევაც საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა. "ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", - წერია სფფ-ს განცხადებაში. 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. "დინამო არენაზე" დასასწრები მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა დიდია ალბათობაა იმისა, რომ მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

სხვა სტატიები