Belive

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ატლეტიკოს ბანაკში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ეგიდით გასამართი მატჩის წინ, "ატლეტიკოს" 2 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს. "ლაიფციგთან" გასამართ მატჩამდე, UEFA-ს პროტოკოლის თანახმად, ესპანური გუნდის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და პერსონალს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარად - ლისაბონში გამგზავრებამდე მიღებული პასუხების შედეგად,"ატლეტიკოს" ორ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. ამ წუთისათვის დაავადებული პირების ვინაობა არ სახელდება და უცნობია კორონავირუსით ფეხბურთელები დაავადდნენ თუ განაცხადში მყოფი სხვა პირები. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, "ატლეტიკო" ლისაბონში დაგვიანებით გაემგზავრება - მას შემდეგ, რაც გუნდი კიდევ ერთ ტესტირებას გაივლის.

სხვა სტატიები