Belive

კორონავირუსის 7 შემთხვევა როტორში - ინფიცირებულია 2 ქართველი ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"როტორში" კორონავირუსის პანდემიაა - ვოლგოგრადულ კლუბში COVID-19 7 ფეხბურთელს დაუდგინდა. რუსული მედიის ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა შორის არიან ქართველი ფეხბურთელებიც. ტესტმა დადებითი პასუხი ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის შემთხვევაში აჩვენა. საბედნიეროდ, "როტორის" კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი, საბა კვერკველია და ზურიკო დავითაშვილი კორონავირუსით არ დაინფიცირდნენ. ვოლგოგრადელთა ოფიციალური განცხადების მიხედვით, "როტორის" მომდევნო მატჩი "კრასნოდართან" მაინც ჩატარდება.

სხვა სტატიები