Belive

კორონავირუსის გამო ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი გაურკვეველია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონი შესაძლოა დაგვიანებით დაიწყოს. ჩემპიონატის სტარტის თარიღის გადაწევა კორონავირუსის პანდემიასთან არის კავშირში. ბულგარეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონი 24 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამედიცინო კომისიის დასკვნის შემდეგ, ჩემპიონატის განახლების თარიღის მინიმუმ 2-3 კვირით გადადება იგეგმება. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის (BFU) მტკიცებით, სეზონის სტარტი შესაძლოა გადაიდოს - კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტებმა, რამდენიმე კლუბში სავალალო მდგომარეობა დააფიქსირა, რის გამოც ჩემპიონატის ბედი გაურკვეველია. უმაღლესი ლიგისა და მეორე დივიზიონის კლუბების ნახევარზე მეტში კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხბურთელები ასპარეზობენ. ვარნის "ჩერნო მორეს" 16 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბულგარეთის თასის მფლოფელ "ლოკომოტივში" კი 9 დაინფიცირებული ფეხბურთელი ირიცხება.  

სხვა სტატიები