Belive

კორონავირუსის გამო პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩამდე "პსჟ"-ს კორონავირუსის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. მარკო ვერატის შემდეგ, ტესტმა დადებითი პასუხი პარიზული კლუბის მარჯვენა მცველის, ალესანდრო ფლორენცის შემთხვევაშიც აჩვენა. 30 წლის იტალიელი ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 13 აპრილია დასახელებული. როგორც მოგეხსენებათ, 7 აპრილს "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბაიერნს" სტუმრად დაუპირისპირდება - შესაბამისად, ფლორენცი აღნიშნულ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პარიზული კლუბისთვის კარგი ის არის, რომ ტრავმისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა ნეიმარი. გარდა ამისა, მიუნხენელთა მთავარი ბომბარდირი, რობერტ ლევანდოვსკი მუხლის ტრავმის გამო მეოთხედფინალის ორივე მატჩს გამოტოვებს.

სხვა სტატიები