დანაკლისი – კორონავირუსის გამო საქართველოს ნაკრებს მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი მატჩებისთვის დავით ხოჭოლავა გამოაკლდება.

ქართველი მცველის გუნდ “შახტარში” კორონავირუსის 2 შემთხვევა ფეხბურთელებზე დადასტურდა, რის გამოც დონეცკელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

როგორც ცნობილია, უკრაინელებმა კორონავირუსზე ტესტები უკვე ჩაიტარეს, თუმცა პასუხებს გარკვეული დრო სჭირდება.

სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ხოჭოლავა საქართველოს ეროვნული ნაკრების დასახმარებლად თბილისში ჩამოსვლას ვეღარ მოასწრებს.

 

(16530)

დანაკლისი – კორონავირუსის გამო საქართველოს ნაკრებს მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-