Belive

კორონავირუსის საფრთხის გამო, იგალო მანჩესტერის ფეხბურთელებთან ერთად არ ვარჯიშობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
30 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ოდიონ იგალომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 30 იანვარს გააფორმა, თუმცა გუნდს იგი ჯერ კიდევ არ შეხვედრია. ინგლისურმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი ჯერჯერობით გუნდის სავარჯიშო კომპლექსზე არ შეუშვას, რადგან ნიგერიელი ფეხბურთელი "იუნაიტედში" იჯარის წესით სწორედ ჩინეთიდან გადავიდა - შესაბამისად, არსებობს კორონავირუსის საფრთხე. ცნობილია, რომ იგალო მანჩესტერში, ინდივიდუალური მომზადების ცენტრში ვარჯიშობს და განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება. "მანჩესტერის" ფეხბურთელები შეკრებაზე ესპანეთში, კერძოდ კი ქალაქ მარბელაში იმყოფებიან. იგალო გუნდს არ შეუერთდა, რადგან, Mirror-ის თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ ბრიტანელმა მესაზღვრეებმა იგი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ შეუშვან. ბრიტანელები მკაცრად აკონტროლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმოფებოდნენ. სავარაუდოდ, იგალო გუნდს პარასკევს შეუერთდება - "იუნაიტედი" ლონდონში გაემგზავრება და "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდება. გასულ კვირას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი "ჩელსის" წინააღმდეგ 18-კაციანი განაცხადში მოხვდება.

სხვა სტატიები