კორონავირუსით დაინფიცირებული ატლეტიკოს ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ეგიდით გასამართი მატჩის წინ, “ატლეტიკოს” ბანაკში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.  AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლისაბონში გამგზავრებამდე მიღებული პასუხების შედეგად,”ატლეტიკოს” ორ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

თავდაპირველად დაინფიცირებული ფეხბურთელების ვინაობა არ გასაჯაროვდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ანხელ კორეა და სიმე ვრსალკო დაინფიცირდნენ. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, “ატლეტიკო” ლისაბონში დაგვიანებით გაემგზავრება – მას შემდეგ, რაც გუნდი კიდევ ერთ ტესტირებას გაივლის.

(270)

კორონავირუსით დაინფიცირებული ატლეტიკოს ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-