Belive

კორონავირუსით ინფიცირებულმა მარიანომ ჯანმრთელობის მდგონმარეობაზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა მარიანო დიასმა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. "მე ნამდვილად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას. ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მე და ჩემი ოჯახი კარგად ვართ. ახლა მე ვარ კარანტინში, სახლში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები ნორმალურ ცხოვრებას და ჩემს თანაგუნდელებს შევუერთდები", - თქვა ესპანელმა ფეხბურთელმა. დიასი "რეალში" 2018 წლის ზაფხულში, "ლიონიდან" დაბრუნდა და მას შემდეგ 40 მატჩში 10 გოლის გატანა, ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები