Belive

კორონავირუსმა ლა ლიგასაც შეუტია - ესპანეთში ყველა საფეხბურთო დივიზიონი შეჩერდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი სპორტულ სამყაროში ლა ლიგა აღმოჩნდა. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით უახლოესი ორი კვირის განმავლობაში როგორც ლა ლიგის, ასევე ყველა სხვა პროფესიონალური და არაპროფესიონალური საფეხბურთო ლიგების გათამაშება შეწყდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ოფიციალური შეხვედრა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის, ლა ლიგის, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის და მთავრობის წაემომადგენლებს შორის, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 27 ტურის შემდეგ, ლა ლიგის სათავეში 58 ქულით მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონაა", რომელსაც 2 ქულით მადრიდის "რეალი" ჩამორჩება.

სხვა სტატიები