Belive

კორონავირუსმა რეალი საგრძნობლად დააზარალა - მადრიდელებმა 170 მილიონი დაკარგეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალმა 2019/2020 წლების სეზონის შემდეგ 320 000 ევროს შემოსავალი მიიღო, რაც უმნიშვნელო მოგებაა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისია. ამ სეზონში "სამეფო კლუბის" ბიუჯეტმა 650 მილიონი ევრო შეადგინა, რაც დაგეგმილთან შედარებით 170 მილიონით ნაკლები იყო. გარდა ამისა, როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო გუნდის მოთამაშეთა ანაზღაურება 10%-ით შემცირდა. 2019/2020 წლების სეზონში "ბლანკოსები" ლა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ, მათ ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ "ბარსელონას" 5 ქულით აჯობეს. ჩემპიონთა ლიგას "თეთრები" "მანჩესტერ სიტისთან" მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

სხვა სტატიები