Belive

კორონავირუსთან ბრძოლაში ეტო'ო 100,000 კამერუნელს დაეხმარება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონასა და კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო'ომ განაცხადა, რომ ის 100 000 თანამემამულეს პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ეტო'ოს სამშობლოში საქველმოქმედო ფონდი აქვს, რომელიც 50000 ოჯახს კამერუნის ქალაქებიდან - დუალა, ბუეა, ბაფუსამი და იაუნდე საპნით, სანიტარული ნივთებითა და საკვებით დაეხმარება. გარდა ამისა, 50 000 დამცავი ნიღბით მომარაგდებიან ტაქსის მძღოლები.
"ეს სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისია, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ სანიტარული და სამედიცინო ნივთების სწორად გადანაწილებით არის შესაძლებელი," - ნათქვამია ეტო'ოს ფონდის განცხადებაში.
კამერუნში კორონავირუსის 848 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

სხვა სტატიები