Belive

კოშტამ ბარსელონას ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“ატლეტიკოს” მაისურით გამართულ სადებიუტო შეხვედრაში, ლუის სუარესმა დუბლი გაიფორმა და თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. სუარესის წარმატებული დებიუტის შემდეგ, დიეგო კოშტამ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მადრიდული გრანდის შემტევმა, სუარესის გაშვების გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის ვარსკვლავის გუნდიდან გაშვება შეცდომაა. "ჩვენ დაგვემატა ვარსკვლავი, რომელმაც ჩვენდა სასიხარულოდ "ბარსელონა" დატოვა. გაოცებული ვარ. მიკვირს თუ რატომ გაუშვა "ბარსელონამ" სუარესი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულოა. სუარესმა ბევრი რამ მოგვცა - მისი გოლები, მებრძოლი სულისკვეთება და გასახდელში გამოვლენილი ლიდერის უნარები ძალიან დაგვეხმარება. სუარესს ტიტულების მოგების დაუოკებელი სურვილი აქვს", - აღნიშნა დიეგო კოშტამ.

სხვა სტატიები