Belive

კოსოვოს მწვრთნელი: "კარგად ვითამაშეთ, შედეგით იმედგაცრუებული ვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში - 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ ჩალანდერსმა მარცხის შესახებ ისაუბრა.
"გუნდთან ერთად, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. ჩვენი ნაჩვენები თამაში არ იყო ცუდი, მაგრამ ბოლო პასი გვაკლდა. მიუხედავად დაფიქსირებული შედეგებისა, ნაჩვენები თამაშის ხარჯზე ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფში მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ვიცი, რომ ჩვენ გვჭირდება შედეგები და ამჯერად ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, გუნდს ჩემს საუკეთესოს ვაძლევ და ფედერაციის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მჭირდება", - თქვა 70 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა  გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა

სხვა სტატიები