Belive

კოსოვოს მწვრთნელი: "საქართველოსთან შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, პოზიტიურ შედეგს ველით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს პრიშიტინაში დაუპირისპირდება, მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ ჩალანდერსმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"შვედეთთან მატჩის შემდეგ ძალიან ბედნიერი არ ვყოფილვარ. ახლა, საქართველოს წინააღმდეგ ჩემი გუნდის მხრიდან უფრო უკეთეს თამაშს ველი. ამ მატჩში ჩვენ ჟინის ნაკლებობა გვქონდა, თუმცა ეს შეხვედრა გავაანალიზეთ და საქართველოს წინააღმდეგ უკეთეს თამაშს ველით. არ ვფიქრობ, რომ პრობლემები გვაქვს, კარგი პერიოდი გვქონდა და კიდევ უფრო მეტად ვვითარდებით, უფრო მაღალ დონეზე ავდივართ. ტრავმების გამო პრობლემები გვაქვს, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ზოგჯერ ეს გამოგვდის, თუმცა ზოგჯერ მარტივი არ არის. ხვალაც ასე თამაშს შევეცდებით და იმედი გვაქვს კარგ შეხვედრას ვიხილავთ, რომელიც პოზიტიურად დასრულდება", - თქვა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ოქტომბერს, პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები