Belive

კოსოვოს ნაკრები: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში დაუპირისპირდება. მატჩი 12 ოქტომბერს, ფადილ ვოკრის არენაზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრის დაწყებამდე მეტოქე გუნდის შესახებ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით.

კოსოვოს ნაკრები

დაარსება: 2010 კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია: თავდაპირველად 1946 წელს დაარსდა, 1991 წლის 30 აგვისტოს რეორგანიზაცია განიცადა სათაო ოფისი: პრიშტინა, კოსოვო ფიფას წევრი: 2016 წლის 13 მაისიდან უეფას წევრი: 2016 წლის 3 მაისიდან ფიფას რეიტინგი: 109 (2021 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით) ყველაზე მაღალი შედეგი რეიტინგში: 114 (2019 წლის ოქტომბერი) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 190 (2016 წლის ივლის-აგვისტო) საშინაო არენა: ფადილ ვოკრის არენა მეტსახელი: დარდანელები მთავარი მწვრთნელი: ბერნარდ შალანდესი (შვეიცარია, 70 წლის) კაპიტანი: სამირ უჯიკანი

სტატისტიკა

პირველი არაოფიციალური მატჩი: ალბანეთი – კოსოვო 3:1 (1993 წლის 14 თებერვალი, ტირანა, ალბანეთი) პირველი ოფიციალური მატჩი: კოსოვო – ჰაიტი 0:0 (2014 წლის 5 მარტი, მიტროვიცა, კოსოვო) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: მონაკო – კოსოვო 1:7 ( 2006 წლის 22 აპრილი, კაპ დაილი, საფრანგეთი, არაოფიციალური მატჩი), მალტა – კოსოვო 0:5 (2018 წლის 17 ნოემბერი, ტაქალი, მალტა, ოფიციალური მატჩი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: კოსოვო – ხორვატია 0:5 (2016 წლის 6 ოქტომბერი, შკოდერი, ალბანეთი) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ამირ რაჰმანი, მერგიმ ვოივოდა (40) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ვედატ მურიქი (17) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 1 (2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი, მეექვსე, ბოლო პოზიცია ჯგუფში) მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 1 (2020 წლის ტურნირის შეარჩევი ეტაპი, მესამე ადგილი ჯგუფში) მონაწილეობა ერთა ლიგაზე: 2 (2018/19 წლების სეზონი: D დივიზიონს ჯგუფურ ეტაპის გამარჯვებულინახევარფინალისტი, 2020/21 წლების სეზონი: C დივიზიონის ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილი)

ისტორია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები ოფიციალურად 2016 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა იქამდე, ისევე როგორც თავად ამ სახელმწიფოს, დამოუკიდებლობების მცდელობები იქამდეც ჰქონია. ზოგადად, ამ სახელმწიფოს რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სანაკრებო ისტორიაც არაერთგვაროვანი გახლდათ. თავდაპირველად, წარმოშობით კოსოვოელი გამორჩეული ფეხბურთელები ჯერ იუგოსლავიის, ამ რესპუბლიკის დაშლის შემდეგ კი სერბეთის, ალბანეთის, სხვა მეზობელი ბალკანური ქვეყენბის და შვეიცარიის ნაკრებებშიც გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კოსოვოს სახელმწიფო არ არსებობდა და შესაბამისად არც საფეხსბურთო ნაკრები გახლდათ აღიარებული საერთაოშიროს ორგანიზაციებისა თუ სხვა სახელმწიფოების მიერ, მათი ეროვნული გუნდი 1942 წლის 29 ნოემბრიდან მოყოლებული, პერიოდულად ამხანაგურ მატჩებს მართავდა. 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ამ სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრიდა, საფეხბირთო ნაკრების ფორმირების პროცესიც დაიწყო. დამოუკიდებლობაზე ზრუნვა კოსოვოს საფეხბურთო მესვეურებმა იმავე წელს დაიწყეს და 2008 წლის 24 ოქტომბეერს FIFA-ს წევრად გახდომაზე განაცხადი შეიტანეს, თუმცა ყველაფრის გაოფიციალურებას 8 წელი დასჭირდა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კოსოვო საკუთარ წევრად 2016 წლის 13 მაისს გამოაცხადა. იქამდე, თითქმის ორი წლით ადრე, 2010 წლის სექტემბერში, ერთი გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა, როცა შვეიცარიის მოქალაქე და წარმობით კოსოვოელა ალბანელმა ფეხბურთელებმა, მათ შორის შევიცარიის ნაკრების ორმა ლიდერმა, შერდან შაჩირიმ და გრანიტ ჯაკამ, ასევე ვალონ ბერიშმამ და სხვებმა, ფიფას იმდროინდელ პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ კოსოვოს ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩების ჩატარების ნებქართვას ითხოვდნენ, რაც საბოლოოდ 2013 წლის 6 თებერვალს დაკმაყოფილდა, ხოლო ეს გადაწყვეტილება ძალაში 2014 წლის 5 მარტს შევიდა. მალე, კოსოვოური ფეხბურთის გაოფიციალურების ხანა დაიწყო. 2016 წლის 3 მაისს, უნგრეთის დედაქალა ბუდაპეშტში უეფას რიგით მე-40 კონგრესზე 28 ხმით 24-ის წინააღმდეგ კოსოვო უეფას წევრად აღიარეს, თუმცა საქართველომ მოწინააღმდეგე მხარე არიჩია. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრობას მალე ფიფაში გაწევრიანება მოჰყვა. თანაც სულ რაღაც 10 დღის შემდეგ, მექსიკაში, ფიფას რიგით 66-ე კონგრესზე, 141 ხმით 23-ის წინააღმდეგ. ოფიციალური მხარეების მოგვარების შემდეგ, კოსოვო უმალვე ჩაერთო დიდი სანაკრებო ფორუმების შესარჩევ ეტაპებზე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თითო-თითო საკვალიფიკაციო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინალიურ ეტაპამდე კვალიფიკაციისთვის არასდროს მიუღწევია. 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში კოსოვოს ნაკრებმა ბოლო, მეექვსე პოზიცია დაიკავა, აი კონტინენტის პირველობის ქვრეჯგუფში კი ღირსეული თამაში აჩვენა და მესამე ადგილზე გავიდა, სადაც მხოლოდ ევროპის აწ უკვე ვიცე-ჩემპიონ ინგლისს და ევრო 2020-ის მეოთხედფინალისტ ჩეხეთის ნაკრებს ჩამორჩა, ბულგარეთსა და მონტენეგროს კი გადასწრო. წარმატებად შეიძლება ჩაითვალიოს უეფას ერთა ლიგის პირველსავე გათამაშებაში D დივიზიონის ჯგუფში პირველი ადგილს დაკავება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში, ნახევარფინალშიჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან დამარცხება, რომელმაც შემდეგ, ფინალში საქართველოს ეროვნულ გუნდს აჯობა.
National Team A

შემადგენლობა

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს ნაკრები სულ რამდენიმე წლის ჩამოყალიბებულია, მათ რიგებში უკვე არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა ნაწილიც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ირიცხება. იტალიური „ნაპოლი“, „ლაციო“, ხორვატული ზაგრების „დინამო“, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებული „ნორვიჩი“, ეს იმ გამორჩეული კლუბების არასრული სიაა, რომელშიც კოსოვოელი ფეხბურთელები ირიცხებიან. ცალკე გამოყოფას იმსაუხრებს მილოტ რაშიცავალონ ბერიშავედატ მურიქი და ამირ რაჰმანი. ეს ფეხბურთელები კოსოვოს ნაკრების ლიდერები არიან და სერია A-ში, პრემიერ ლიგასა და ლიგა 1-ში წარმატებულად თამაშობენ. კოსოვოს ნაკრების საშუალო ასაკი 25.9 წელი გახლავთ, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი აქ 22 წლის ბეტიმ ფაცლია, რომელიც შვეიცარიული „სენტ გალენის“ ცენტრალური მცველია, ხოლო ყველაზე უფროსი იტალიურ სერია A-ში დაბრუნებული „ემპოლის“ 33 წლის მეკარე, სამირ უჯკანი. კოსოვოს ნაკრების საერთო სატრანსფერო ღირებულება 60.43 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები 42.80 მილიონით ფასდება.
No description available.

მწვრთნელი

ბერნარდ შალანდესი საკმაოდ გამოცდილი და სანაკრებო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მთავარი მწვრთნელი გახლავთ. 70 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი კარიერის საწყის ეტაპზე სამშობლოში, შედარებით დაბალი ეშელონის და ქვედა ლიგების წარმომადგენელ კლუბებში მუშაობდა (1977-1984), ხოლო 1994 წლიდან შვეიცარიული გრანდის, „იანგ ბოზის“ თავკაცი გახდა და მისი კარიერული წინსვლაც დაიწყო. „ახალგაზრდა ბიჭუნებში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, მან რამდენიმე თვით „სერვეტი“ ჩაიბარა, 2001-07 წლებში კი შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობდა. 21-წლამდე ფეხბურთის შემდეგ იყო შვეიცარიის სუპერ ლიგის კლუბები, „ციურიხი“, „ქსამაქსი“, „თუნი“, კვლავ „იანგ ბოიზი“ და პირველი საერთაშორისო გამოცდილება – სომხეთის ნაკრები. ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს ეროვნულ გუნდთან ერთად შალანდესი განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის, აქ მან 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის მარტამდე გუნდს 9 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მოგვიანებით, გამოცდილი სპეციალისტი შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანმა და ისტორიულმა კლუბმა, „ბაზელმა“ სკაუტად დაასაქმა და ამ მოვალეობას იგი 2015-18 წლებში ასრულებდა, აი 2018 წლის 2 მარტიდან კი კოსოვოს ნაკრებს უდგას სათავეში. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს კოსოვოელთა მიერ ჩატარებული 36 შეხვედრიდან 16 მათი გამარჯვებით დასრულდა, 8 ფრედ, 12 კი მეტოქის გამარჯვებით – ასე რომ, შალანდესს კოსოვოში დადებითი ბალანსი აქვს.
No description available.

სხვა სტატიები