Belive

კოსოვოს ნაკრების ნახევარმცველი: "საქართველოს შეტევაში ვაჯობეთ, წაგებას არ ვიმსახურებდით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში - 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, კოსოვოს ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ბერსანტ სელინამ კომენტარი გააკეთა და შედეგით უკმაყოფილება გამოხატა. 24 წლის ფეხბურთელის თქმით, მისმა ნაკრებმა საქართველოს აჯობა და წაგებას არ იმსახურებდნენ.
"ჩვენ არ ვიმსახურებდით წაგებას, რადგან მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმნეით. მატჩის გადარჩენა ვცადეთ, თუმცა ეს ვეღარ მოვახერხეთ", - თქვა ინგლისური "იპსვიჩის" შემტევმა ნახევარმცველმა.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა  გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა

სხვა სტატიები