Belive

კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​2021 წლის 21 ოქტომბერს ფიფამ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების შედეგად, საქართველოს ნაკრები სექტემბრის შედეგთან შედარებით სამი საფეხურით დაწინაურდა და 93-ე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით "ჯვაორნსებმალუქსემვბურგის, ბელარუსისა და ყირგიზეთის ნაკრებებს გადაასწრეს. სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა გამართა: საბერძნეთის წინააღმდეგ შინ - 0:1 და კოსოვოსთან, სტუმრად - 2:1. ორივე მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართა, აღნიშნული ტურნირის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იმარჯვა. მომდევნო თვეში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირს შევდეთის წინააღმდეგ, ბათუმში, 11 ნოემბერს გასამართი დაპირისპირებით დაასრულებს, 4 დღის შემდეგ კი უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. მომავალი მეტოქეებიდან, სკანდინავიელები რეიტინგში მე-17, ხოლო აზიელები 84-ე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება ლიდერთა რეირტინგს, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები