Belive

კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები:  გიორგი ლორია - გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი - ჯაბა კანკავა,  გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი - გიორგი ქვილითაია.  მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი. საქართველოსა და კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და მას ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მაყურებელი არ დაესწრება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები