Belive

კოსტა რიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პოსტი უჩვეულო მიზეზის გამო დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოსტა რიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო მატოსასმა პოსტი მოწყენილობის გამო დატოვა. მატოსასის მტკიცებით, მან არ იცოდა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნა ასეთი მოსაწყენი იქნებოდა. "გავაანალიზე რომ მიუხედავად არაერთი ჩანაწერის ყურებისა, ეროვნულ დონეზე არაპროდუქტიული ვარ. ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა ის რის კეთებაზეც ვოცნებობდი." "არ მქონია შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელები ყოველდღიური ვარჯიშისთვის შემეკრიბა. 2 თვეში ერთხელ მხოლოდ 1 კვირით ვიკრიბებით. არ ვიცოდი რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ასეთი მოსაწყენი იქნებოდა. არ ვნანობ და იმედგაცრუებული არ მივდივარ მაგრამ ეროვნულ ნაკრებს აღარასოდეს გავწვრთნი", - აღნიშნა 52 წლის მატოსასმა.

სხვა სტატიები