Belive

კოუტინიო ბაიერნს დაემშვიდობა - "ნამდვილად წარმოუდგენელი წელი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1-წლიანი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფილიპე კოუტინიო "ბაიერნს" დაემშვიდობა. ბრაზილიელმა პლეიმეკერმა "რეკორდმაისტერის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ მიუნხენელთა რიგებში წარმოუდგენლად კარგი წელი გაატარა. ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის (DFB-Pokal) ტრიუმფით დასრულების შემდეგ, "ბაიერნი" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა - ჩემპიონთა ლიგის მოგება, კოუტინიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. "მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალსა და ფეხბურთელებს - შესანიშნავი სეზონი იყო. ნამდვილად წარმოუდგენელი სეზონი, რომლის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. კლუბის მიერ მიღწეული შედეგი და ტრებლი დაუვიწყარია", - აღნიშნა ფილიპე კოუტინიომ.

სხვა სტატიები