Belive

კოუტინიო: "ბაიერნში სიამოვნებით დავრჩები" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნშია" განათხოვრებული, ბავარიულ კლუბში დარჩენის სურვილი გამოხატა. "აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. "ბაიერნში" სულ მცირე 1 სეზონის გატარება მომიწევს და გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვარ ორიენტირებული. თუ ყველაფერი მოგვარდება, "ბაიერნში" სიამოვნებით დავრჩები", - თქვა ბრაზილიელმა შემტევმა. "ბლაუგრანას" 120-მილიონიანი შენაძენი "რეკორდმაისტერში" ერთსეზონიანი იჯარით მიმდინარე წლის ზაფხულში გადაბარგდა. ამ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 18 შეხვედრაში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც მოაგროვა.

სხვა სტატიები