Belive

კოუტინიო "ენფილდზე" დაბრუნებას ეხმაურება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" შინ "ლივერპულს" დაუპირისპირდება. 1 კვირის შემდეგ კი განმეორებითი მატჩი "ენფილდზე" შედგება. ამ მატჩში "ბარსელონას" ფეხბურთელები ლუის სუარესი და ფელიპე კოუტინიო ყოფილ სახლს დაუბრუნდებიან. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით "ბარსას" ოფიციალურ არხთან ისაუბრა: "ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია, მოუთმენლად ველი ჩემს პირველ ნახევარფინალს, მინდა რომ კარგად ვითამაშო. "ენფილდზე" დაბრუნება განსაკუთრებულია რადგან მე იქ ძალიან ბედნიერი ვიყავი. "ლივერპული" დიდი გუნდია განსაკუთრებული მენტალიტეტით, ისინი სახლში ყველაზე მაღლა დგანან. როგორც დაცვაში ისე შეტევაში ისინი შეუდარებლები არიან, ამიტომ ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. და აქ ყველაფერი მარტო ბრწყინვალე სათამაშო უნარებზე არაა, "ენფილდს" ჯადოსნური ატმოსფერო აქვს." კოუტინიო კატალონიური კლუბის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად რჩება, 2018 წლის იანვარში "ლივერპულმა" მის სანაცვლოდ 135 მილიონი ევრო მიიღო. ბრაზილიელმა "ბლაუგრანაში" ჩატარებულ 72 მატჩი 21 გოლი გაიტანა, ხოლო მისდამი ბოლო დროს აგორებულ კრიტიკას "მანჩესტერთან" გატანილი გოლის შემდეგ აღნიშვნით უპასუხა.

სხვა სტატიები