Belive

კოუტინიო გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ მიიღებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფილიპე კოუტინიოს კარიერა კარგად არ ვითარდება. კატალონიის "ბარსელონას" მისი გუნდში დაბრუნება აღარ სურს, თავისმხრივ ბრაზილიელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება აღაც მიუნხენის "ბაიერნს" სურს. ოფიციალურად კოუტინიო "ბარსელონას" ეკუთვნის და სეზონის დასრულების შემდეგ, იგი კატალონიაში დაბრუნდება. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ფილიპეში სოლიდური თანხის მიღებას ელოდება. ძირითადად აქტიურობა პრემიერ ლიგის კლუბებისგან შეინიშნება, მაგრამ კონკრეტული გუნდი ჯერ არ სახელდება. აქედან გამომდინარე ბრაზილიელი ვარსკვლავის ბედი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, "ბაიერნი" და "ბარსელონა" ერთმანეთს შეხვდნენ. თუ ეს ასე მოხდა, დიდი ალბათობით კოუტინიო საკუთარ კლუბს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები