Belive

კოუტინიო: "კარგი იქნება ნეიმართან ერთად ერთ გუნდში თამაში"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფელიპე კოუტინიომ თავის თანამემამულის, ნეიმარის გვერდით თამაში ისურვა. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, კარგი იქნება ნეიმართან ერთად ერთ გუნდში თამაში.
"ნეიმარის გვერდით თამაში დიდი პატივია. მე ეს სიამოვნება საკლუბო დონეზე ჯერ არ მქონია. კარგი იქნება მის გვერდით თამაში" - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
ნეიმარი "ბარსელონას" ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა. გუნდთან ერთად ყველა ტიტული მოიგო. 2017 წელს კი სარეკორდო თანხის სანაცვლოდ, 200 მილიონ ევროდ "პსჟ"-ში გადაბარგდა. ნეიმარსა და კოუტინიოს ერთად საკლუბო დონეზე არასდროს უთამაშიათ. ფელიპე კოუტინიო არც ისე კარგ სეზონს ატარებს. ესპანეთში მისით უკმაყოფილოები არიან და სულ უფრო აქტიურად საობრობენ მის სხვა კლუბში გადასვლაზე.

სხვა სტატიები