Belive

კოუტინიო კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერი "ასტონ ვილაში" გადაწყვეტილია - ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება. "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდის გუნდს იჯარით, სეზონის ბოლომდე შეუერთდება. როგორც ცნობილია, კოუტინიოს ხელფასის უდიდეს ნაწილს "ასტონ ვილა" გადაიხდის. ფელიპე ბირმინგემულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო კატალონიურ კლუბს 2018 წელს "ლივერპულიდან", 135 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 106 ჩატარებულ მატჩში 29 წლის ფეხბურთელმა 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები