Belive

კოუტინიო ლივერპულში ბრუნდება? - კლოპი ტრანსფერზე ფსონის დადებას არ გირჩევთ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული და ესპანური მედია სასუალებების სპეკულაციის ერთ-ერთ მთავარ თემას ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი წარმოადგენს. ბრაზილიელმა პლეიმეკერმა მიმდინარე სეზონში მოლოდინი ვერ გაამართლა - აღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთი ტაბლოიდი მის შესაძლო ტრანსფერზე ალაპარაკდა. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიოს დაბრუნება "ლივერპულს" სურს, თუმცა მერსისაიდული გრანდის თავკაცმა კოუტინიოს ტრანსფერი გამორიცხა. იურგენ კლოპის მტკიცებით, "ლივერპულის" მესვეურები ბრაზილიელი ვარსკვლავის დაბრუნებას არ განიხილავენ. "აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი არ მსურს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პოტენციური ტრანსფერი მზადდება - არც არაფერია სათქმელი. კოუტინიო "ბარსელონას" ფეხბურთელია და რამდენადაც ვიცი კატალონიურ გრანდში თავს შესანიშნავად გრძნობს", - აღნიშნა იურგენ კლოპმა. შეგახსენებთ, ტრანსფერებზე ფსონის განთავსება შეგიძლიათ betlive.com -ზე.

სხვა სტატიები