Belive

კოუტინიო ლივერპულში ბრუნდება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფილიპე კოუტინიო შესაძლოა კვლავ "ლივერპულის" შემადგენლობაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდი აქტიურად განიხილავს ბრაზილიელი ვარსკვლავის დაბრუნების შესაძლებლობას. წყაროს მტკიცებით, კოუტინიო თანახმაა "ლივერპულის" წინადადება მიიღოს და კვლავ მერსისაიდელთა მაისური მოირგოს. ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს დამატება 2-წლიანი იჯარით სურს - რის შემდეგაც მერსისაიდელებს ბრაზილიელი ვარსკვლავის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. კოუტინიოს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა: "ვფიქრობ, რომ "ლივერპული" კოუტინიოს გულშია. გასული სეზონის განმავლობაში იგი "ლივერპულს" აქტიურად გულშემატკივრობდა. ჩვენ მისი მსგავსი ფეხბურთელი გვაკლია. გვყავს ლალანა და შაჩირი მაგრამ კოუტინიო სხვა დონის შემსრულებელია." "ეს სწორედ ის კომპონენტია, რომლითაც "მანჩესტერ სიტი" გვჯობია. მათ ბერნარდო სილვა, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინე ჰყავთ - მსგავსი დონის შემსრულებელი ნახევარდაცვაში არ გვყავს. შესანიშნავი ნახევარმცველები გვყავს მაგრამ ისინი თითქმის ერთნაირი სტილით თამაშობენ - კოუტინიოს თამაშში განსხვავებული მუხტის შეტანა შეუძლია ", - აღნიშნა ჯეიმი კარაგერმა.  

სხვა სტატიები