Belive

კოუტინიომ ასტონ ვილაში სამედიცინო შემოწმება გაიარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფელიპე კოუტინიო სულ მალე "ასტონ ვილას" შეუერთდება - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბირმინგემულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" კოუტინიო ინგლისში იჯარით გაუშვა. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი "ასტონ ვილაში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კოუტინიოს გაშვებით კატალონიელებს ფერან ტორესის დარეგისტრირების პრობლემა აღარ ექნებათ. ფელიპეს "ასტონ ვილაში" ტრანსფერი სტივენ ჯერარდის სურვილი იყო. "განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჯადოქარი მას ტყუილად არ შეარქვეს," - თქვა ინგლისელმა სპეციალისტმა.

 

სხვა სტატიები