Belive

კოუტინიო დებიუტისთვის ემზადება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ სტარტს აიღებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგას კი B ჯგუფის მატჩები:  "ბარსელონა" - "პსვ" და "ინტერი" - "ტოტენჰემი" გახსნის, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. კატალონიური კლუბისთვის და მათი გულშემატკივრებისათვის კი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მათ რიგებში ფელიპე კოუტინიოს დებიუტი შედგება (ჩემპიონთა ლიგაზე). ბრაზილიელი შემტევი პირველად მოირგებს ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიერთა მაისურს. მან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკუთარ დებიუტზე ისაუბრა: "განსაკუთრებული საღამო იქნება. შეხვედრას მოუთმენლად ველი, რადგან წინა სეზონში "ბარსელობას" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშე". "ბარსელონა" ყოველთვის ყველა ტურნირის მოსაგებას იბრძვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა უდიდესი ტურნირია და ძალიან გვინდა ის მოვიგოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ყოველთვის მაღალია. ამის სურვილი ყველას გვაქვს ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც" "ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო. ახლა თავს ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ".      

სხვა სტატიები